გიორგი ალადაშვილმა და ლევან ანდრიაშვილმა აფხაზეთის ომიდან 30 წლისთავზე ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა ბურდიაშვილმა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

როგორც გიორგი ალადაშვილმა აღნიშნა, აფხაზეთის ომი თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენაა.

„კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას ალტერნატივა არ გააჩნია და ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ მიჰყვება ამ გზას, რადგან გვჯერა, რომ მშვიდობიანი გზით მივაღწევთ დასახულ მიზანს, რაც ნიშნავს აფხაზ და ოს ძმებთან გაერთიანებას და მათთან ერთად ჩვენი ქვეყნის განვითარებას,"- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

როგორც ლევან ანდრიაშვილმა განმარტა, 27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე დღეა.

„დღე, როდესაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხე - აფხაზეთი. ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე; დღეს საქართველოს 20% კვლავ ოკუპირებულია. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით და სწორი გადაწყვეტილებებით ძალიან მალე დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს“, - აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.

ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება