საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სტუმრები გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის მიერ 2023 წელს მიღწეულ შედეგებს და უწყების ხედვას, როგორც სამომავლო განვითარების, ასევე თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უცხოელ კოლეგა-უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის ჭრილში.

„შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურთან შექმნილი ე.წ. დიპლომატიური კლუბის მონაწილე აშშ-ს, პოლონეთის, ავსტრიის, იტალიის და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოების წარმომადგენლები. სოსო რამიშვილმა მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ხსენებულ ფორმატში აქტიური ჩართულობისა და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების პროფესიული განვითარების და უცხოურ კოლეგა უწყებებთან კომუნიკაციაში დახმარების მიმართულებით გაწეული თანადგომისთვის.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები მომავალში ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების თაობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება