ბათუმში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს

„აფხაზეთი საქართველოა” - ამ ლოზუნგით ბათუმში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია-მსვლელობა გამართეს.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა და აქციის ამ ფორმით პატივს მიაგებენ აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულებს.

მათივე თქმით, დღეს მთავარ საზრუნავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილების საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში მშვიდობიანი დაბრუნება წარმოადგენს.

ორგანიზატორების თქმით, აქციისთვის ბათუმი სიმბოლურად შეირჩა.

„არა ეს დაპაუზებული, არამედ, სააკაშვილის ბათუმი არის ზუსტი გზავნილი ჩვენი აფხაზი ძმებისათვის, რათა გააკეთონ არჩევანი სინათლესა და სიბნელეს, პროგრესსა და რეგრესს, შენებასა და ნგრევას შორის. ბათუმი აშკარა მაგალითია იმისა, თუ რა მოაქვს თავისუფლებასა და ევროპულ ღირებულებებს”, - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება