სავაჭრო პალატა პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ელექტრონული კომერციის მეშვეობით“ იწყებს

საქართველოს სავაჭრო პალატა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახალ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ელექტრონული კომერციის მეშვეობით“ იწყებს.

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა შეუძლია ქალ მეწარმეებს ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან.

მათივე ცნობით, შერჩეული მეწარმეები გაივლიან მათ საჭიროებებზე მორგებულ წარმატებული ბიზნესისთვის აუცილებელ ტრენინგებს-ბრენდინგის, გაყიდვების, მარკეტინგის, ელექტრონული კომერციისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

„მენტორინგის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით მონაწილეებს გადაეცემათ სოციალურ ქსელებში რეკლამისთვის განკუთვნილი ფულადი ვაუჩერები , ასევე მეწარმეებს სრულიად უფასოდ დაუმზადდებათ მათ ბიზნეს საქმიანობაზე მორგებული ვებგვერდები, ჩაშენებული ელექტრონული გადახდების ფუნქციონალით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია 2023 წლის 11 ოქტომბრამდე შემდეგ ბმულზე.

პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გაცნობა სავაჭრო პალატის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება