გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ბალტიის ქვეყნებს ბერლინის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, როდესაც საუბარი რუსეთის ფედერაციის შეკავებას ეხება - ომში პუტინი ვერაგულ, დანაშაულებრივ და არაადამიანურ მეთოდებს იყენებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, ბალტიის ქვეყნებს ბერლინის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, როდესაც საუბარი რუსეთის ფედერაციის შეკავებას ეხება.

აღნიშნულის შესახებ პისტორიუსმა თავდაცვის საკითხთა ყოველწლიურ ბალტიის კონფერენციაზე (ABCD) განაცხადა, რომელიც ესტონეთის დედაქალაქში, ტალინში, ტარდება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბალტიის რეგიონში ნატო-ს მოკავშირეები დარწმუნებულნი უნდა იყონ იმაში, რომ საჭიროების შემთხვევაში გერმანია მათ სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს.

„გერმანია იღებს თავის თავზე ამ ვალდებულებას. და გერმანია თავის თავზე ლიდერის როლსაც იღებს", - განაცხადა პისტორიუსმა.

მან ასევე დაადასტურა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების შესახებ, რომელიც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე 4 ათასი გერმანელი სამხედროს, მათი ოჯახის წევრების განთავსებას ითვალისწინებს და რომლის დეტალები ამა წლის ბოლომდე უნდა შეთანხმდეს.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უკრაინაც დაარწმუნა ბერლინის გრძელვადიან მხარდაჭერასა და რუსეთისგან დაცვაში, და ასევე გააფრთხილა შეკრებილები იმ საზარელ შედეგებზე, რომელიც შეიძლება დადგეს, თუ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავის მიზნებს მიაღწია.

„ჩვენ უკრაინელების მხარეს ვიდგებით იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ომში პუტინი ვერაგულ, დანაშაულებრივ და არაადამიანურ მეთოდებს იყენებს", - დასძინა მან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება