მიხეილ სარჯველაძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ხატია დეკანოიძის მიერ კითხვის დასმას „ხულიგნობა“ უწოდა და ოპოზიციონერ დეპუტატს მიმართა, რომ „ლავროვი როცა უჭირთ, „პადაჩას“ აწვდის“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა წარადგინა, ხმაური იყო.

სიტყვიერი დაპირისპირება კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრ ხატია დეკანოიძეს შორის მოხდა. შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეკანოიძემ მომხსენებელს კითხვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროექტის შეწყვეტაზე დაუსვა.

ასევე, მან რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლების თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების ციტირება მოახდინა და განაცხადა, რომ „ლავროვმა „ჩაუშვა“ საქართველოს ხელისუფლება, რომ ფრენებთან დაკავშირებით მასთან პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდათ“.

სარჯველაძემ დეკანოიძეს გამოსვლა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ განსახილველ საკითხთან მიმართებით მისი კითხვა უადგილოა, რაზეც დეკანოიძემ ასე უპასუხა: „კითხვა იმიტომ შემაწყვეტინეთ, რომ ლავროვის განცხადება არ მოგეწონათ“.

„ჩემი კითხვა ეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პროგრამის შეწყვეტას. ზოგ საკითხში ტექნიკური პარამეტრებით საუბრობთ, ზოგზე პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლებით, მაგრამ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. წაგიკითხავთ ლავროვის ბოლო განცხადებას, „როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე“. რუსეთის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობს თქვენს ხელისუფლებასთან, როდესაც ამას ვამტკიცებთ, თქვენ ამბობთ, რომ ეს ტყუილია. ამ ფონზე, სებ-ის გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ იყო მიმართული“, - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება სარჯველაძის განცხადებას, მან დეკანოიძეს მიმართა, რომ ის, რასაც აკეთებს, „ხულიგნობაა და სასაცილოდ გამოიყურება“. მისივე თქმით, როდესაც ოპოზიციას არგუმენტები ელევა, „ლავროვი მათ „პადაჩას“ აწვდის“.

„გადროვეთ, მიუხედავად იმისა, რომ უადგილოდ დასმული კითხვაა. საკუთარ თავს ამხელთ. აღმოჩნდება ხოლმე, რომ თქვენ და ლავროვი ერთი და იმავეს საუბრობს. უნისონშია თქვენი და ლავროვის განცხადება. ეს პროექტი პოზიტიური ცვლილებაა და გინდათ, რომ საზოგადოების ყურადღება სრულიად სხვა საკითხზე გადაიტანოთ. „პადაჩებს“ გაწვდით ლავროვი. სადაც გიჭირთ დასაბუთებაში, ყველგან ლავროვი გეხმარებათ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება