შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პია კაუმასთან შეხვედრით დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შალვა პაპუაშვილმა პია კაუმას ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქართველოს პარლამენტის მხრიდან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.

„მხარეებმა საქართველოს პარლამენტისა და ეუთო-ს ინსტიტუტებს შორის ნაყოფიერ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი. შალვა პაპუაშვილმა პია კაუმას საარჩევნო ცვლილებები გააცნო და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ინტერესის გათვალისწინებით, მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ძალისხმევაზე, ყარაბაღში არსებულ ვითარებასა და პრეზიდენტ კია პაუმას გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრა, ქალაქ დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციის ფარგლებში შედგა.

ქართული მხრიდან პია კაუმასთან შეხვედრას დელეგაციის წევრები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მაია ბითაძე ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება