უკრაინის თავდაცვის მინისტრი ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრაზე - ზამთარი გვიახლოვდება, მაგრამ მზად ვართ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი კიევში ბრიტანელ კოლეგას, გრანტ შაპსს შეხვდა, - ამის შესახებ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და დრონების საწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით უკრაინის მოთხოვნაზე.

„ზამთარი გვიახლოვდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ - ერთად უფრო ძლიერები“, - აცხადებს უმეროვი.

მისი თქმით, ბრიტანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონტრშეტევის მცდელობებში კიევის პროგრესის შესახებ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შაპსი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება