შალვა პაპუაშვილი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუს) თავმჯდომარე ლაური ჰუსართან ორმხრივი ურთიერთობებისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის დღის წესრიგი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და შეაფასეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თბილისში განხორციელებული ვიზიტი, აგრეთვე, ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინები. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით საქართველოსთვის მკაფიო გზავნილის გაგზავნა.

„ლაური ჰუსარმა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი სრული მხარდაჭერა პოლიტიკურ და ტექნიკურ დონეზე და დააფიქსირა ესტონეთის ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ორმხრივი კავშირები და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომი.

შეხვედრა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციის ფარგლებში შედგა.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მაია ბითაძე, “ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება