შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს ლორენცო ფონტანას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, იტალიის პარლამენტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და გამოთქვა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების იმედი.

„მისი შეფასებით, იტალია მხარს დაუჭერს ამ პროცესს. მხარეებმა, ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების გარემო და საქართველოსა და იტალიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი.

შეხვედრა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, დეპუტატები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მაია ბითაძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება