გიორგი კაპანაძე - ღარიბაშვილმა, ქონების დიდი ნაწილი დააგროვა კორუფციით, ხალხის გაღარიბებით და სახელმწიფო ქონების მიტაცებით

ღარიბაშვილმა, ქონების დიდი ნაწილი დააგროვა კორუფციით, ხალხის გაღარიბებით და სახელმწიფო ქონების მიტაცებით, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პრემიერ - მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებაზე ისაუბრა.

გიორგი კაპანაძის განცხადებით, ღარიბაშვილის ქონება ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საშუალოდ 10-ჯერ გაიზარდა.

“ღარიბაშვილმა ქონების დიდი ნაწილი დააგროვა კორუფციით, ხალხის გაღარიბებით და სახელმწიფო ქონების მიტაცებით.

2012 წელს, ღარიბაშვილი ფლობდა: 3 ბინას, 1 ავტოფარეხს, 2 არასაცხოვრებელ ფართს. ასევე, საშუალო ღირებულების 2 ავტომანქანას.

მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 1 ევრო, 4 დოლარი, 21 ლარი. საკრედიტო ბარათზე კი, ხელმისაწვდომი ჰქონდა 2338 ლარი. დანაზოგის სახით ჰქონდა 20 ათასი ლარი.

2023 წელს, ღარიბაშვილი, ზემოთჩამოთვლილი უძრავი ქონების გარდა, ფლობს: 1. აგარაკს ბაკურიანში - საშუალო ფასი 350 ათასი დოლარი. 2. ტყეს ბაკურიანში - საშუალო ფასი 300 ათასი დოლარი. 3. მიწის ნაკვეთს ბაკურიანში - შეფასებულია 76 500 დოლარად. 4. "რენჯ როვერს" - შეფასებულია 46 ათას ევროდ. 5. აუდის მარკის ავტომობილს - შეფასებულია 75 620 ევროდ. 6. აქვს დანაზოგი - 50 ათასი ლარი. 7. მშობლებისგან მიიღო საჩუქარი - 150 ათასი ლარი. 8. აქვს საათების კოლექცია - შეფასებულია 500 ათასად. და ეს, რაც ოფიციალურად არის ცნობილი.

ღარიბაშვილის ქონება, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაიზარდა, საშუალოდ, 10-ჯერ, მაშინ, როდესაც 2012 წლამდე, მას უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა, კომერციულ ბანკში მუშაობით, ვიდრე აქვს დღეს. ღარიბაშვილი არის მსხვილი კორუფციონერი და მან უნდა იცოდეს: მოუწევს, უკან მოიტანოს მოპარული ქონება და დაუბრუნოს ხალხს”, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო