შალვა პაპუაშვილი - საქართველო იყო და რჩება ლიდერად სამეულში - ქართველ ხალხს აწუხებს, რომ ლიდერი დაიჩაგრა და მნიშვნელოვანია, წელს ევროკავშირმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს

შარშან მიღებული გადაწყვეტილების შემდგომმა პერიოდმა ერთი რაღაც დაგვანახა - ამ გადაწყვეტილებამ ერთადერთი, რაც გამოიწვია არის ის, რომ ეს გახდა იარაღი ოპოზიციის ხელში იმისთვის, რომ რადიკალიზმი გაეღვივებინა , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ევროკავშირი, რომელიც არის მშვიდობის, სოლიდარობისა და თანადგომის პროექტი, ქართულ რეალობაში ევროკავშირში ინტეგრაცია იქცა იარაღად რადიკალური ოპოზიციის ხელში.

,,სწორედ, ის არის ყველაზე სამწუხარო შედეგი, რომ ევროკავშირი, რომელიც არის მშვიდობის, სოლიდარობისა და თანადგომის პროექტი, ქართულ რეალობაში ევროკავშირში ინტეგრაცია იქცა იარაღად რადიკალური ოპოზიციის ხელში. ევროკავშირმა განსაკუთრებული სერიოზულობით სწორედ ამას უნდა შეხედოს. ამ წელიწადნახევარმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებისას საქართველო ობიექტურად ლიდერია და ამას ადასტურებს არა მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგები, სადაც საქართველო სტაბილურად უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას და, რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, ეს იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგები, სამართლის უზენაესობა, ეკონომიკური თავისუფლება თუ სხვა რეიტინგები. თავად ევროკომისიის ანგარიშმაც აჩვენა, რომ საქართველო იყო და რჩება ლიდერად სამეულში - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. სწორედ ის არის მთავარი, რაც ქართველ ხალხს აწუხებს, რომ ლიდერი შარშან დაიჩაგრა და მნიშვნელოვანია, რომ წელს ევროკავშირმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა და შრომა. ის ინსტიტუციები სწორედ ქართველმა ხალხმა ააშენა, რომელიც ასე შექებულია სხვადასხვა რეიტინგებსა და შეფასებებში. ეს დაფასებულია ევროკავშირის მიერ”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება