შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტმა თავისი შეხვედრით, სანქციების დახურული თემა გააცოცხლა, ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ არეული საქმიდან დალაგებული შედეგი ვერ გამოდის

პრეზიდენტის ვიზიტებმა ერთი ყოფითი სიბრძნე დაადასტურა, რომ არეული საქმიდან დალაგებული შედეგი ვერ გამოვა , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აღარავინ სთხოვდა სანქციების დაწესებას და პრეზიდენტმა ეს თემა გააცოცხლა.

,,პრეზიდენტი, საკუთარი უფლებამოსილების გარეშე, მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებში გაემგზავრა და საზოგადოებას ეუბნება, რომ თითქოს ამ ვიზიტებს მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მხარდაჭერა მოიპოვოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა, შედეგებს ვხედავთ, რაც არის. ვნახეთ, რომ ლატვიის პრეზიდენტმა გამოაცოცხლა თემა, რომელიც დიდი ხანი დახურული იყო - სანქციების დაწესებაზე არც ერთი ქვეყანა, თუ ორგანიზაცია აღარ საუბრობდა, რომელიც ჩვენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ გვეუბნებოდა რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. პირიქით, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ სანქციის დაწესებას არავინ აღარ ითხოვდა და ჩვენს სისტემას აქებდნენ. პრეზიდენტმა თავისი შეხვედრით, არ ვიცი, საუბარი რაზე ჰქონდათ, რა ჰკითხეს და რა ვერ უპასუხა, მაგრამ სანქციების დახურული თემა გააცოცხლა. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ არეული საქმიდან დალაგებული შედეგი ვერ გამოდის”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება