შალვა პაპუაშვილი - ის თავდასხმები, რომელიც ახლა ეროვნულ ბანკზეა, სწორედ ის თავდასხმებია, რაც პარტნიორებს აყოვნებს ხოლმე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას

ეს საკითხი ისე წარმოაჩინეს, თითქოს, ახალი თემაა. სინამდვილეში, ეს საკითხი ივნისში დადგა და ამ მხრივ, ეროვნულ ბანკსა და მთავრობას კომუნიკაცია აქვთ სავალუტო ფონდთან იმისთვის, რომ პროგრამის აღდგენაზე პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ახლაც იყო მისია ჩამოსული და მათი შეფასებები არის ძალიან პოზიტიურია.

,,ახლაც იყო მისია ჩამოსული და მათი შეფასებები არის ძალიან პოზიტიური. იმედია, საბოლოო გადაწყვეტილებაც პოზიტიური იქნება, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ის თავდასხმები, რომელიც ახლა ეროვნულ ბანკზეა, სწორედ ის თავდასხმებია, რაც ჩვენს პარტნიორებს აყოვნებს ხოლმე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას. ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია სიხარულით იყენებს ყველა ამ შესაძლებლობას, რომ რამენაირად პრობლემა შეუქმნას ამა თუ იმ სექტორს. ხედავენ, რომ შეუძლიათ, საკუთარი ყალბი აჟიოტაჟით რაიმენაირად ზიანი გამოიწვიონ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება