გიორგი ბოტკოველი - იმ ქვეყნის პრემიერი, სადაც მოქალაქეების უმეტესობას ლუკმა-პურის საშუალება არ აქვს, იძახის, რომ ჰყავს შეძლებული ოჯახი და შეუძლია იფრინოს ჩარტერით - ეს არის ღარიბაშვილის რეალური სახე

იმ ქვეყნის პრემიერი, სადაც მოქალაქეების უმეტესობას ლუკმა-პურის საშუალება არ აქვს, გამოდის და იძახის, რომ მას ჰყავს შეძლებული ოჯახი და შეუძლია იფრინოს ჩარტერით - ეს არის ღარიბაშვილის რეალური სახე , - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა.

ბოტკოველის განცხადებით, ღარიბაშვილი არის რუსული ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულდეს.

“ქვეყნის პრემიერი ყოველდღიურად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ქვეყნის მოსახლეობას არ უჭირდეს და მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებსაც დღეს ლუკმა-პურის და საკუთარი შვილების გამოკვების საშუალება არ აქვთ, გამოდის და იძახის, რომ მას არ უჭირს, მას ჰყავს შეძლებული ოჯახი, და მას შეუძლია იფრინოს ჩარტერით. ასეთი პრემიერისგან ფარცხალაძის დაცვა, რომ მოსალოდნელი იქნება, ეს ხომ თავისთავად ასეა. მისი რეალური სახე არის ის, რასაც წარმოადგენს დღეს, ის არის რუსული ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულდეს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებმაც უკეთესად იცხოვრონ და ქვეყნის კურსიც იყოს ისეთი, როგორიც იქნება ხალხის არჩევანი და არა ბიძინა ივანიშვილის, ღარიბაშვილის, კობახიძის და მათნაირების არჩევანი“, - განაცხადა ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება