ვოლოდიმირ ზელენსკი - ვმუშაობთ იმისთვის, რომ ნატო-ში გაწევრიანების საკითხში პრაქტიკული პროგრესი გვქონდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა იმსახურებს იმას, რომ ნატო-ს წევრი გახდეს.

"უკრაინა იმსახურებს, გახდეს ნატოს წევრი და აუცილებლად გახდება და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი უკრაინული ამბიცია - ეს არის ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი ეფექტური პერსპექტივა, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ გრძელვადიან მშვიდობას. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ალიანსში გაწევრიანების საკითხში პრაქტიკული პროგრესი გვქონდეს", - განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შეფასებისას.

მისი თქმით, სტოლტენბერგთან დიალოგისას განიხილა უკრაინა-ნატო-ს საბჭოს ფორმატი. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან მოლაპარაკებების შედეგებზე. კერძოდ, განიხილეს უკრაინელი ჯარისკაცების გაძლიერება და ომის მოგების ზოგადი სტრატეგია.

ზელენსკის განცხადებით, არსებობს თანამშრომლობა უკრაინისა და მისი პარტნიორებისთვის საჭირო იარაღის ერთობლივ წარმოებაზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება