უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოში აირჩიეს

უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად აირჩიეს, - ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, 35-წევრიანი საბჭოს ახლად არჩეული წევრები არიან ალჟირი, სომხეთი, ბანგლადეში, ბურკინა-ფასო, ეკვადორი, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, პარაგვაი, ესპანეთი და უკრაინა.

"მმართველთა საბჭო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოდან ერთ-ერთია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართელთა საბჭოში უკრაინის არჩევის ფაქტს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პოზიცია კიევს მისცემს "რეალურ შესაძლებლობებს" გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სავალდებულოა სააგენტოს ყველა წევრისა და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

მისი თქმით, უკრაინა იმუშავებს 10-პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულის პირველი პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც ეხება „ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას“ და რომ კიევი ორიენტირებულია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსული ძალებისგან სრული გათავისუფლების უზრუნველყოფაზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება