კახა კალაძე - რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით

რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, ვის უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ამბობს, რომ შეძლებული ოჯახიდანაა, თუ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ღარიბაშვილის წარდგენისას განაცხადა, რომ ის გარკვეული პერიოდი მიმტანად მუშაობდა.

„რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით. მაგალითად, ჩემმა შვილმა რომ დაიწყოს მიმტანად მუშაობა, ამაში ცუდი რა არის, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი შვილი არ არის შეძლებული ოჯახიდან?

მე, მაგალითად, არ ვიყავი შეძლებული ოჯახიდან და რასაც მივაღწიე, ჩემი შრომით მივაღწიე, შევქმენი, გავაკეთე და ნამდვილად მეამაყება ჩემი წარსული და ის, რომ მაქვს დღეს იმის შესაძლებლობა, მივხედო ჩემს ოჯახს, დავეხმარო ჩემს შვილებს, მეგობრებს, ახლობლებს, ვისაც უჭირს. ასე მიცხოვრია და ასე ვაპირებ პირადად მე ცხოვრებას მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება