ირლანდიის სენატის თავმჯდომარე - ჩვენი პოზიციაა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს

ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პოზიციაა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს, – ამის შესახებ ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ, ჯერი ბუტიმერიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კარგი დისკუსია ჰქონდათ რიგ საკითხებზე, განსაკუთრებით, ევროკავშირში წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით.

„როგორც ირლანდიის პარლამენტის წევრი ვაღიარებ იმ სარგებელს, რომელიც ევროკავშირში წევრობამ მოგვიტანა მას შემდეგ, რაც 50 წლის წინ ევროკავშირში შევედით. ღარიბი ქვეყნიდან ჩვენ ვიქეცით მდიდარ ქვეყნად. ევროკავშირი წევრობის სარგებელი თვალსაჩინოა. ირლანდია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს განაცხადს. ჩვენი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პოზიციაა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს. ევროკავშირმა თავისი შეფასებებში, ანალიზში, თუ რა ეტაპზეა საქართველო წევრობის გზაზე, ჩამოაყალიბა კრიტერიუმები და 12 პრიორიტეტი. ისინი დროულად უნდა შესრულდეს. ვფიქრობ, საპარლამენტო ჯგუფის თვალსაზრისით, ირლანდიის მეგობრობის ჯგუფს საქართველოსთან აქვს კარგი სამუშაო ურთიერთობები და ურთიერთგაგება წევრობამდე გზასთან დაკავშირებით. ჩვენ, ყველა ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან“, - განაცხადა ჯერი ბუტიმერიმ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება