თბილისი საქართველოს მაღალი მოდის კვირეულს უმასპინძლებს

Georgia Couture Fashion Week-ის დამფუძნებლის, დიზაინერი თინათინ მაღალაშვილის ინფორმაციით, 30 სექტემბერს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მოდის მოყვარულებისთვის დიდი დღესასწაული იგეგმება.

მაღალაშვილის განცხადებით, Georgia Couture Fashion Week საერთაშორისო პლატფორმას მაღალი მოდის დიზაინერებისათვის წარმოადგენს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Georgia Couture Fashion Week-ის ორგანიზატორები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ქართველი და სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ამ ჩვენებისთვის ჩამოსული მოდის მიმდევრები პოდიუმზე ქართველი და უცხოელი დიზაინერების უახლეს კოლექციებს იხილავენ.

კერძოდ: ფატუნა - საქართველო, ლაშა ჯოხაძე - საქართველო, თინათინ მაღალაშვილი - საქართველო, იოანა - საქართველო/საბერძნეთი, რუსლან ხვასტოვი - უკრაინა/შვეიცარია, ნატი რუდნიცკაია - უკრაინა, ევგენი ჰუდოროჟცოვი - მოლდოვა, აზამატ საინ-ყაზახეთი, კევორკ ნურ შადოიანი - სომხეთი.

„მოდის კვირეულის ფარგლებში 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს მასპინძელი სასტუმროს ფოიეში გაიმართება შოურუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება დიზაინერების მიერ შექმნილი აქსესუარების კოლექციები.

მოდის კვირეულის საერთაშორისო ფორმატიდან გამომდინარე საპატიო სტუმრების რანგში მოწვეული არიან ამერიკის, ჩეხეთის, უკრაინის, ყაზახეთს, სომხეთის, საბერძნეთის საელჩოების წარმომადგენლები.

ასევე, მოწვეულ სტუმართა შორის არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნეს-სექტორი.

პროექტის პარტნიორები: „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“, სასტუმრო “ველვეტი”, სილამაზის სალონების ქსელი ”მელანჟი” და “MAKE UP ATELIER GEORGIA“,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება