თინა ბოკუჩავა - შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს სტუდენტობის დროს ძალიან უჭირდა, მაგრამ ახლა მულტი მილიონერები არიან - ეს იმიტომ, რომ ქვეყანა ჩაფლულია კორუფციაში!

შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილს სტუდენტობის დროს ძალიან უჭირდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ბევრ სხვა წევრს სოციალურად დაუცველის სტატუსიც ჰქონდა, მაგრამ ახლა მულტი მილიონერები არიან - ეს იმიტომ, რომ ქვეყანა ჩაფლულია კორუფციაში! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავას თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ შეძლებული ოჯახიდან არის და მისი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, „ადასტურებს, რომ კორუფცია არის ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი სამარკო ნიშანი“.

„ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტის ფული ხალხამდე მიდიოდეს, მათ ჯიბეში მიდის. ასეთია რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც მეუღლეს ტყეებს ჩუქნის, 100 000 იხდის, რათა შვილი აშშ-ში სასწავლებლად სამთავრობო თვითმფრინავით გადააფრინოს, ნახევარმილიონიან მაჯის საათს ატარებს - კორუფცია არის ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი სამარკო ნიშანი. ივანიშვილი ამ ადამიანების ერთგულებასა და ლოიალურობას არა მათი პრინციპებიდან და მაღალი ღირებულებებიდან გამომდინარე, არამედ ფულით მოიპოვებს. რასაც ვერ იყიდი ფულით, იყიდი უფრო მეტი ფულით - ასე ყიდულობს იმ ადამიანების ლოიალურობას, რომლებიც ქვეყნის მომავალს მიზანმიმართულად ანგრევენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება