პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციაზე შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, აიღოს პასუხისმგებლობა და მიმართოს საქართველოს მთავრობას, რომ ლაზარე გრიგორიადისი უკანონოდ იმყოფება ტყვეობაში.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გელა ხასაიას თქმით, ლაზარე არის სისტემის მსხვერპლი და ამით ცდილობენ ახალგაზრდების დაშინებას.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა 7-8 მარტის აქციაში მონაწილე ახალგაზრდებს. ლაზარე არის მარტის აქციის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც დღეს ტყვეობაში იმყოფება. მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ვალდებულება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ლაზარესთან მიმართებაში. ევროპაში ვიზიტებს რომ მართავს, საუბრობს იმ ადამიანების სახელით, რომლებიც 8 მარტს აქციაზე ვიმყოფებოდით. ლაზარე არის ამ ყველაფრის სიმბოლო. ამიტომ ზურაბიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიმართოს საქართველოს მთავრობას და უთხრას, რომ ლაზარე უკანონოდ იმყოფება ტყვეობაში”, - განაცხადა გელა ხასაიამ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება