გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილის იდეა „საქმე, საქმე და საქმეზე ორიენტაცია“ იქნება ჩვენში - მიშასაც გავათავისუფლებთ და გამარჯვების გოლს თქვენთან ერთად გავიტანთ

კიდევ ბევრი რამე გვაქვს პენსიონერებისთვის, ხომ იცით, რომ საქმის გამკეთებლები ვართ, მიხეილ სააკაშვილის ის იდეა - „საქმე, საქმე და საქმეზე ორიენტაცია“ იქნება ჩვენში, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პენსიონერთა პირველ ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას და სამომავლო საქმიანობის შესახებ გეგმა გააცნო.

როგორც „გამარჯვების კოალიციის" ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, მათ პენსიონერებთან დაკავშირებით კიდევ არაერთი იდეა აქვთ, რომელსაც მომავალში განახორციელებენ.

ვაშაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" კოალიცია დაფუძნებულია სააკაშვილისეულ იდეაზე, რაც მუდმივად საქმეზე ორიენტაციას გულისხმობს.

„პირველივე თვეს, პირველივე გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს მოვაწერთ, იქნება საპენსიო სესხების განულება, ამის პირობას გაძლევთ და ამას გავაკეთებთ. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. კიდევ ბევრი რამე გვაქვს პენსიონერებისთვის. ხომ იცით, რომ საქმის გამკეთებლები ვართ, მიხეილ სააკაშვილის ის იდეა - საქმე, საქმე და საქმეზე ორიენტაცია, იქნება ჩვენში. მიშასაც გავათავისუფლებთ და ყველა ერთად გავიმარჯვებთ. ასეთ ჭაობში როგორ უნდა ცხოვრობდეს საქართველო, უსამართლოა და დიდი გამარჯვების გოლს თქვენთან ერთად გავიტანთ! წინ გამარჯვებისკენ, წინ ერთიანობისკენ, წინ ძლიერი საქართველოსკენ!" - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება