კახა კალაძე - გამარჯვება არის იქ, სადაც  სიმართლე და ერთიანობაა - სწორედ ეს არის ძალა, რასაც ყოველთვის ეყრდნობოდა და ეყრდნობა  "ქართული ოცნება"

გამარჯვება არის იქ, სადაც სიმართლე და ერთიანობაა. სწორედ ეს არის ძალა, რასაც ყოველთვის ეყრდნობოდა და ეყრდნობა "ქართული ოცნება", - ამის შესახებ თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე სოციალურ ქსელშ წერს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, 1 ოქტომბერი „გამორჩეული თარიღია ქვეყნის უახლეს ისტორიაში“.

„ ამ დღეს გაიმარჯვა ქართველი ხალხის ნებამ და სურვილმა-ებრძოლა უკეთესი მომავლისთვის და ეშენებინა სახელმწიფო, სადაც მთავარი და უმთავრესი ადამიანი და მისი უფლებების დაცვაა.

ამ გამარჯვებაში უდიდესია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლი, რომელმაც შიშსა და უიმედობაში მყოფ საზოგადოებას დაანახა გზა და მისცა რწმენა იმისა, რომ ვერანაირი ავტორიტარული რეჟიმი ვერ აღუდგება წინ ხალხის ნებას.

გამარჯვება არის იქ, სადაც სიმართლე და ერთიანობაა. სწორედ ეს არის ძალა, რასაც ყოველთვის ეყრდნობოდა და ეყრდნობა "ქართული ოცნება".

1 ოქტომბერს ვულოცავ "ქართული ოცნების" თითოეულ წევრს, ჩვენს მხარდამჭერებს!

ვულოცავ ყველას, ვინც დღესაც იბრძვის საქართველოს მშვიდობიანი მომავლისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის!“, - წერს კალაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება