თურქეთის პარლამენტის შენობაში შესასვლელები და გასასვლელები დაიკეტა

ანკარის ცენტრში მომხდარი აფეთქების შემდეგ თურქეთის პარლამენტის შენობის შესასვლელები და გასასვლელები დროებით დაიკეტა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკანონმდებლო ორგანო ზაფხულის არდადეგების შემდეგ დღეს მუშაობის განახლებას გეგმავდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, ალი იერლიკაიას ინფორმაციით, ანკარის ცენტრში სამინისტროს შენობასთან ტერაქტის მცდელობა აღიკვეთა. მისი თქმით, ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, მეორე კი სამართალდამცავებმა გაანეიტრალეს. სროლის დროს ორი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა.

თურქეთის პარლამენტში დღეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვით გამოსვლაც იგეგმებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება