ირაკლი ნადირაძე - შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც ქალაქს საცობებისგან გაათავისუფლებდა, მხოლოდ ერთი მიზეზით გააჩერეს - ეს მიხეილ სააკაშვილის სახელსა და გვარს უკავშირდებოდა

შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც ქალაქს საცობებისგან გაათავისუფლებდა, მხოლოდ ერთი მიზეზით გააჩერეს - ეს მიხეილ სააკაშვილის სახელს და გვარს უკავშირდებოდა ,- ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტი „აბსოლუტურად უმიზეზოდაა გაჩერებული“.

„აბსოლუტურად უმიზეზოდაა გაჩერებული შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომლის ადგილას მთელ ქალაქში ახალი, დიდი სატრანსპორტო არტერია უნდა გაკეთებულიყო. ის დანარჩენ ქალაქს განივი გზებით, ახალი ხიდებით, ესტაკადები, გზებით უნდა დაჰკავშირებოდა და ქალაქი საცობებისგან უნდა გაეთავისუფლებინა. ეს პროექტი გააჩერეს ერთადერთი რამის გამო, რომ ამ პროექტის მშენებლობა მიხეილ სააკაშვილის სახელს და გვარს უკავშირდებოდა“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა