ვასო ურუშაძე - რიკოთის საუღელტეხილო ავტომაგისტრალს, რომელიც 2017 წელს ყველა გათვლით უნდა დასრულებულიყო, ჯერ კიდევ გაურკვეველია რა ბედი ელის

ბიძინა ივანიშვილმა, რუსული ოლიგარქიული „კლანის“ მმართველობის პირობებში, რომელსაც 11 წელია მიტაცებული აქვს სახელმწიფო ძალაუფლება, შეაჩერა და გააჭიანურა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები - რიკოთის საუღელტეხილო ავტომაგისტრალი, რომელიც 2017 წელს ყველა გათვლით უნდა დასრულებულიყო, დღეს 2023 წელია და ჯერ კიდევ გაურკვეველია რა ბედი ელის , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღემდე გაურკვეველია როდის დამთავრდება სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა.

„ჩვენ დღეს უნდა ვსაუბრობდეთ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ მეგა აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც იქნება ჰაბის ფუნქციის მატარებელი. ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ჩქაროსნული რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობაზე, ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობაზე, ახალი პორტების მშენებლობაზე, თუმცა, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული „კლანის“ მმართველობის პირობებში, რომელსაც უკვე 11 წელია მიტაცებული აქვს სახელმწიფო ძალაუფლება, გვიწევს ვისაუბროთ შეჩერებულ და გაჭიანურებულ პროექტებზე. ჩვენ დღეს ვიმყოფებით რიკოთის საუღელტეხილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელიც უნდა დამთავრებულიყო ჯერ კიდევ 2017 წელს. დიახ, ჯერ კიდევ 2008 წლის გათვლებით და გაანგარიშებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში იქნა მოზიდული ფინანსური რესურსი და ზუსტი გათვლებით აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალი უნდა დასრულებულიყო 2017 წელს. დღეს 2023 წელია და ჯერ კიდევ გაურკვეველია ბედი როდის დამთავრდება რიკოთის საუღელტეხილო მაგისტრალის მშენებლობა, გაურკვეველია როდის დამთავრდება სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა, კვლავ დაუსრულებელი ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობა, ხარაგაული-ჩუმათელეთი-ზესტაფონის გზის მშენებლობა და ეს ყველაფერი ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს მილიარდობით ლარი გვიჯდება“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო