პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა იმერეთის რეგიონული ოფისი გახსნა

იმერეთის რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს ამიერიდან აქვს შესაძლებლობა, რომ პარტია „ხალხისთვის“ რეგიონულ ოფისში მივიდეს, პარტიის ლიდერებს და წევრებს საკუთარი მოსაზრებები გააცნოს და მისი ხმა ხელისუფლებას მიაწვდინოს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, ამიერიდან იმერეთის მაცხოვრებლებს შეუძლიათ, ყოველდღე მივიდნენ მათ რეგიონულ ოფისში, გაუზიარონ პარტიის წევრებს საკუთარი შეხედულებები, თუ როგორ ხედავენ იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს, რაც დღეს ქვეყანაშია და თავადაც ჩაერთონ პროცესში.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პარტია „ხალხისთვის“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი კახი დვალიშვილი იქნება, რომელიც საკრებულოს წევრი გახლდათ და ზუსტად იცის, როგორ მიიტანოს ხალხის ხმა ხელისუფლებამდე და როგორ იბრძოლოს მათ პრობლემების გადასაჭრელად.

ინფორმაციის მიხედვით, ის ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, დვალიშვილი კარგად იცნობს ადგილობრივებს და ზუსტად იცის, რა აწუხებს ხალხს რეგიონში.

„ჩვენ დღეს გავხსენით პარტიის რეგიონული ოფისი და ამით ადგილობრივებს ვუთხარით, რომ თითოეულ თქვენგანს ახლა უკვე შეგიძლიათ, ადგილზე მოხვიდეთ და გვესაუბროთ თქვენთვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხებზე. მოგეხსენებათ, პარტია „ხალხისთვის“ და მისი ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოს მოქალაქეების სოციალური პრობლემების მოსმენას და მათ მოგვარებას დიდ ყურადღებას უთმობს. ამიტომ ახლა, ქუთაისის ოფისშიც შეუძლიათ მოგვაკითხოთ, არა მხოლოდ მოსაზრებების გასაზიარებლად, არამედ იმისთვის, რომ თავად ჩაერთოთ პოლიტიკურ პროცესში. ჩვენი კარი თითოეული ადამიანისთვის ღიაა, ვისაც ამ ხელისუფლების შეცვლა და ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრება სურს“, - აცხადებს კახი დვალიშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის