საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება

საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება. ეს ანაზღაურება კონკრეტული საჯარო მოხელის ანაზღაურებასთან იქნება გათანაბრებული.

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს "ქართული ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააცნო.

როგორც მიქანაძემ განმარტა, გასულ წელს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებებით სტაჟირება სტაჟში არის ჩათვლილი, თუმცა მაშინ ვერ მოხერხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ სტაჟირება ყოფილიყო ანაზღაურებადი.

"ჩვენ გავაგრძელეთ კონსულტაციები შესაბამის სამინისტროებთან, მათ შორის, მთავრობის კანცელარიასთან, ფინანსთა სამინისტროსთან, სხვადასხვა უწყებებთან და მივაღწიეთ ერთიან პოზიციას, სრულ თანხმობას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონში შეტანილი იქნას ცვლილება, რომლითაც ყველა სტაჟიორი შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს.

ეს ანაზღაურება გათანაბრებულია კონკრეტული საჯარო მოხელის ანაზღაურებასთან. კონკრეტულად, საუბარია საჯარო დაწესებულების მე-3 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი პირველი სახელფასო კოეფიციენტზე, რაც დაახლოებით 400-500 ლარს შეადგენს. თუმცა, ვითვალისწინებთ რა, რომ ჩვენ გვაქვს კანონი დეფიციტური პროფესიების შესახებ, ამ მიმართულებით, თუკი ამ პროფესიის პირი შესაბამისი მიმართულებით იქნა სტაჟირებაზე აყვანილი, უწყებას შესაძლებლობა აქვს, რომ მას დაუნიშნოს საჯარო დაწესებულების მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტისთვის თანამდებობისთვის დადგენილი მე-2 სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისი ოდენობა, რაც დაახლოებით 1000 ლარს შეადგენს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კანონის მიღების შემთხვევაში, ცვლილება ძალაში მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან შევა.

კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია "ქართული ოცნება".

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია