21-22 ოქტომბერს ქუთაისში „CITYTHON“ ჩატარდება

21-22 ოქტომბერს ქუთაისში CITYTHON ჩატარდება. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 36 საათის განმავლობაში, ჰაკათონის მონაწილეები ქალაქში არსებული პრობლემების კრეატიულად და ინოვაციურად გადაჭრას შეეცდებიან.

„საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და პარკირება, მშენებლობა და ქალაქდაგეგმარება, ეკოლოგია და გარემოს დაცვა, უსაფრთხოების სერვისები, სოციალური მომსახურება - ამ თემების გარშემო მონაწილეები ახალ და ინოვაციურ პროტოტიპებს შექმნიან.

ჰაკათონი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, ევროკავშირის პროექტის “ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში, USAID/Georgia ის მხარდაჭერით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის ბმულზე.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის