კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს დილიდან მთელი საქართველო ხუმრობის ხასიათზე დადგა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული „ფარული ჩანაწერების“ გამო, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ვიღაც ადამიანები სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ.

კადრში ჩანს ადამიანი, რომელსაც ხელში მიკროფონი უჭირავს და დარბაზში მსხდომ სხვა უამრავ ადამიანთან ინტერაქციულ დისკუსიას აწარმოებს. ყველაფერი გამიგია, მაგრამ ლექციაზე მიკროფონით გამოცხადებული რევოლუცია არ გამიგია! ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, სასაცილოა, სინამდვილეში კი სულაც არა, რადგან დასკვნა ერთია - ასეთი უსაფრთხოების სამსახურის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა ?

და მაინც ... იუმორში გავატაროთ, სხვა რა დაგვრჩენია“, - აცხადებს ოქრიაშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია