სახალხო დამცველი  - თუ იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოგვმართავს, რომ „სასამართლოს მეგობრის მოსაზრება“ წარვადგინოთ, განცხადებას განვიხილავთ

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახალხო დამცველს სასამართლოში იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით „სასამართლოს მეგობრის მოსაზრების“ წარსადგენად მიმართავს, ისინი ამ განცხადებას განიხილავენ.

ამის შესახებ ომბუდსმენმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის 2022 წლის ანგარიშს წარადგენს.

„იმპიჩმენტი ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს. თუ ამ პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოგვმართავს, რომ სახალხო დამცველმა სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინოს, რასაც ჩვენ, ზოგადად, საერთო სასამართლოების კონტექსტში ვაკეთებთ, განვიხილავთ ამ განცხადებას. განვიხილავთ არის თუ არა კავშირში ის კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებულ უფლებებთან და თუ ამ კავშირს დავინახავთ, რა თქმა უნდა, მოსაზრებას წარვადგენთ. თუ ამ კავშირს ვერ დავინახავთ, ასეთი მოსაზრება წარდგენილი არ იქნება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება