გაბრიელიუს ლანდსბერგისი - სხვა დიქტატორები და ავტორიტარული რეჟიმები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან, როგორი რეაგირება ექნება დასავლეთს უკრაინაში მიმდინარე გაჭიანურებულ ომთან დაკავშირებით

იმედი მაქვს, დღევანდელი შეხვედრა გაგზავნის ძალიან მკაფიო გზავნილს, რომ ევროპა უკრაინასთან არის მის გამარჯვებამდე, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კიევში, ევროკავშირის არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

"სხვა დიქტატორები, სხვა ავტორიტარული რეჟიმები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან, როგორი რეაგირება ექნება დასავლეთს უკრაინაში მიმდინარე გაჭიანურებულ ომთან დაკავშირებით. შევძლებთ თუ არა საერთო ძალების გაერთიანებას და ავტორიტარული რუსეთის მოგერიებას, რათა სხვებმაც გაითვალისწინონ ეს, თუ რაიმე გეგმები აქვთ“, - განმარტა ლანდსბერგისმა.

მისი თქმით, არასტაბილურობა და დაძაბულობა, რომელიც ახლა ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და აფრიკის საჰელის რეგიონში შეინიშნება არ არის შემთხვევითი და ერთმანეთთან კავშირშია.

"არ ვფიქრობ, რომ არასტაბილურობა, რომელსაც ახლა ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და საჰელის რეგიონში ვხედავთ, ცალკეული შემთხვევებია და ერთმანეთთან დაკავშირებული არაა, ვფიქრობ, ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია და თუ ვერ მივაღწიეთ წარმატებას უკრაინის გამარჯვებაში, უფრო მეტს ვნახავთ", - აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება