შოთა ბურჯანაძე - ტურისტული ნაკადები, რაც თბილისში აკუმულირდებოდა, რეგიონებში გადამისამართდა - ზოგადად ტურისტების რაოდენობა წელს ზაფხულში დაგვაკლდა

ტურისტული ნაკადები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თბილისში აკუმულირდებოდა, ახლა რეგიონებში გადამისამართდა - საქართველოში ჩამოსული ტურისტები ხშირად თბილისს სტუმრობდნენ, ახლა კი პოზიტივია იმ კუთხით, რომ ეს ტურისტები რეგიონებში გადადიან,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირაში“ აღნიშნა, ზოგადად, ტურისტების რაოდენობა ამ ზაფხულში დაგვაკლდა.

„ტურისტების რაოდენობის კუთხით რიცხვები მაღალი არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება, აქ ორი ფაქტორი არსებობდეს: პირველი - მსყიდველუნარიანი ტურისტი გვყავს და შესაბამისად, ეს რიცხვი, გარკვეულწილად, გაზრდილია. მეორე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ქართულ ბიზნესში საგადასახადო კუთხით ბევრად გამოსწორებული მდგომარეობა გვაქვს.

ტურისტული ნაკადები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თბილისში აკუმულირდებოდა, ახლა რეგიონებში გადამისამართდა. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ხშირად თბილისს სტუმრობდნენ, ახლა კი პოზიტივია იმ კუთხით, რომ ეს ტურისტები რეგიონებში გადადიან. რეგიონები ამ კუთხით განვითარებულია. ეს რეგიონებია კახეთი, აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი, მთის კურორტები, აღმოსავლეთში გუდაური, თუ ბაკურიანი.

ეს განპირობებულია იმით, რომ დღეს ამ რეგიონებს სტუმრის მიღების უკეთესი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე გუშინ. კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ, შავ ზღვასა და აჭარის რეგიონთან ცოტა რთული დამოკიდებულება იყო.საზოგადოების მხრიდან ჩათვლილი იყო, რომ შავი ზღვის მონაცემები სახიფათო იყო, ოჯახებით ზღვაზე დასვენებას უფრთხოდნენ. შესაბამისად, აჭარამ ტურისტების ის რაოდენობა ვერ მიიღო, როგორც ადრე. ეს ხალხი რეგიონებში გადანაწილდა. ეს როგორც შიდა ტურისტებისთვის, ისე ჩამოსულებისთვის დადებითია, მაგრამ რეალურად, ზოგადად, ტურისტების რაოდენობა ამ ზაფხულში დაგვაკლდა”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის