დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის შექმნას

დანია მხარს უჭერს უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის შექმნას, რომლის ოდენობაც 21 მილიარდი დოლარი იქნება და ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იმოქმედებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, ჩვენ ვიღებთ ცალკე პასუხისმგებლობას მიკოლაივისა და მთელი ოლქის აღდგენაზე", - განაცხადა რასმუსენმა კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაამატა, რომ ახალი დიპლომატიური ოფისი მიკოლაივში ხუთშაბათს ამოქმედდება.

რასმუსენმა ასევე აღნიშნა დანიის მიერ გაწეული წვლილი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაში და ისაუბრა იმ დაპირების შესახებ, რომ დანია აუცილებლად უზრუნველყოფს F-16 გამანადგურებლებით კიევის საჰაერო შესაძლებლობების გაზრდას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება