საქართველომ ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის ღონისძიებებს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და Erasmus+ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების თემატური ჯგუფის ( TPG A on QF) ღონისძიებებს უმასპინძლა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაზე პასუხისმგებელმა სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, უმაღლესი განათლების ექსპერტებმა და ბოლონიის პროცესის მონაწილე 22 ქვეყნის წარმომადგენელმა.

„ორდღიან შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ბოლონიის პროცესის თვითსერტიფიცირების მექანიზმზე, რომლის პროცესის წარმატებით გავლით ქვეყანა ადასტურებს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპული უმაღლესი განათლების საერთო სივრცესთან თავსებადობას. ასევე, იმსჯელეს ჯგუფის მიერ ჩატარებულ სამუშაოსა და შემდგომ ნაბიჯებზე.

საქართველო, ავსტრიასთან და ლატვიასთან ერთად, ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფს (TPG A on QF) 2021 წლიდან თავმჯდომარეობს .

ჯგუფის მიზანია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) ძირითადი ვალდებულებებისა და რეკომენდაციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის ხელშეწყობა, პოლიტიკის რეკომენდაციების შეთავაზება ბოლონიის პროცესის სამუშაო სტრუქტურებისთვის.

აღნიშნულ ჯგუფში საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს. ჯგუფის წევრია ბოლონიის პროცესის 28 წევრი ქვეყანა და ევროპული ინსტიტუტები: ევროკომისია, ევროპის საბჭო, ევროპის სტუდენტური გაერთიანება და ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება