იაგო ხვიჩია - სუს-ში კრეატიული კრიზისია და ვინმე მწერალი უნდა აიყვანონ უკეთესი სცენარებისთვის - ზოგადად, „ვაჟას ბოლოდან“ ვაშინგტონთან ბრძოლა სასაცილოდ გამოიყურება

სუს-ში ცოტა კრეატიული კრიზისია და მაგათ ვინმე მწერალი უნდა აიყვანონ უკეთესი სცენარებისთვის - ზოგადად, „ვაჟას ბოლოდან“ ვაშინგტონთან ბრძოლა სასაცილოდ გამოიყურება,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ USAID აფინანსებს ტრენინგს, სადაც ტრენერების მიზანია „ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ“.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, ამერიკასთან ბრძოლის გამოცხადება ტრაგიკომედიაა და ამ იდეების ავტორებისთვის, ეს წესით კარგად არ უნდა დამთავრდეს.

„ზოგადად, ვაჟას (ვაჟა - ფშაველას გამზირი) ბოლოდან ვაშინგტონთან ბრძოლა სასაცილოდ გამოიყურება. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ტრაგიკომედია, რომ ამერიკასთან გვაქვს ბრძოლა გამოცხადებული, მე ვერ გეტყვით. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ იმისთვის, ვისაც ასეთი ჭკვიანური იდეები თავში მოსდის, ეს წესით, კარგად არ უნდა დამთავრდეს. ზოგადად მგონია, რომ სუს-ში ცოტა კრეატიული კრიზისია და მაგათ ვინმე მწერალი ან პოეტი უნდა აიყვანონ შტატში, რომ სცენარები უკეთესად იყოს მოფიქრებული და დამაჯერებლად. მწერლებს ასეთი ნიჭი გააჩნიათ, ბიუროკრატებს ცოტა უჭირთ,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩია ასევე, გამოეხმაურა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებსაც, რომელიც კარვის და დროებითი კონსტრუქციების განთავსების შემზღუდავი ნორმების ამოქმედებას ითვალისწინებს.

„კანონპროექტის ავტორები გვეუბნებიან, რომ ძალადობის და რევოლუციის მცდელობის თავიდან აცილება უნდათ და რაღაც ასეთი უცნაური სიტყვების ერთობლიობას საუბრობდნენ მაშინ, როცა კარავი ის ნივთი არაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს ან უსაფრთხოების რისკებს ქმნის. კარვის აკრძალვით რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, აბსურდად გამოიყურება. მე დამრჩა განცდა, რომ ამ კანონის რეალური მიზანია, ადამიანებს შეუქმნან გაცდა, თითქოს მართლა რევოლუცია ხდება და ქვეყნის გადასარჩენად იბრძვის ჩვენი ხელისუფლება. ესაა ჩემი აზრით ამის დანიშნულება და არა ის, რომ პოლიციას აქამდე აკლდა უფლებები, რომ კარავი წაერთვა აქციის მონაწილისთვის, მის გაშლამდე ართმევდნენ ხალხს, ადამიანები დაუკავებიათ ისეთი ნივთებისთვის, როგორიცაა შეშა,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება