დავით უსუფაშვილი - ირაკლი კობახიძემ თვითონ მოიყვანა ზურაბიშვილი პრეზიდენტად, თვითონ იყო ჩამოკიდებული ბილბორდზე, ესე იგი თუ რაიმე ცუდი გეგმაა, კობახიძეა ამის ავტორი

კობახიძემ თვითონ მოიყვანა ზურაბიშვილი პრეზიდენტად, თვითონ იყო ჩამოკიდებული ბილბორდზე, ესე იგი თუ რაიმე ცუდი გეგმაა, კობახიძეა ამის ავტორი, - ასე ეხმაურება "ლელოს" დეპუტატი დავით უსუფაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ერთად მოქმედებს და თუ პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, ამით რევოლუციურ პროცესებში ღიად ჩაერთვება.

რაც შეეხება უშუალოდ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას, უსუფაშვილი პოზიციის გამოთქმისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ სასურველია პრეზიდენტმა ეს ინსტრუმენტი არამხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მოსაზრებებით გამოიყენოს.

„კობახიძეს გადაეცით, რომ თუ ეს გეგმა არსებობს, თავადაა ამის შემოქმედი, რადგან თავად მოიყვანა ზურაბიშვილი პრეზიდენტად, თვითონ იყო ჩამოკიდებული ბილბორდზე, ესე იგი თუ რაიმე ცუდი გეგმაა, კობახიძეა ამის ავტორი.

შეწყალებებთან დაკავშირებით ყოველთვის მქონდა და მაქვს პოზიცია, რომ ეს არის სახელმწიფოდ მეთაურის, პრეზიდენტის უზენაესი პრეროგატივა, რომელიც მე მინდა, რომ ამ თანამდებობის პირმა ყოველთვის გამოიყენოს იმ უკიდურესად უმნიშვნელოვანეს შემთხვევებში, როცა ამას ახლავს არამხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მოსაზრებები. დანარჩენი მისი გადასაწყვეტია, დღემდე არც ერთ შეწყალებულ თუ შეუწყალებელ ადამიანზე არ გამომითქვამს პოზიცია და ახლაც თავს შევიკავებ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, უსუფაშვილის თქმით, „ოცნების' პროპაგანდაა, რომ „დემოკრატიული სამყარო არის მტერი და საფრთხე საქართველოსთვის და ასეთ დროს გადარჩენა არის ჩრდილოეთში - რუსეთში ან აღმოსავლეთში - ჩინეთში, ამ ვითარებაში კი ზურაბიშვილის მიმართ ეს რეპრესიული ნაბიჯი ჯდება მათ ლოგიკაში".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება