ფინეთმა, რუსეთის გადაწყვეტილებით, სანკტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულო დახურა

ფინეთმა, რუსეთის გადაწყვეტილებით, სანკტ-პეტერბურგში თავისი უძველესი გენერალური საკონსულო დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სანკტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალურმა საკონსულომ, რომელსაც ივლისში მოსკოვმა ლიცენზია შეუჩერა, 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მუშაობა შეწყვიტა.

1-ელი სექტემბრიდან ყველა საკონსულო და მიგრაციული საკითხი მოსკოვში ფინეთის საელჩომ გადაიბარა. სანკტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალური საკონსულო 1923 წლიდან ფუნქციონირებდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საემიგრაციო საკითხებში ფინეთის საზღვართან სიახლოვის გამო.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილში რუსეთმა ფინეთის გენერალური საკონსულოს ანგარიშები გაყინა და მოგვიანებით 9 ფინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება