გიორგი ბოტკოველი უმრავლესობას - ამ ბოლო დროს ხშირად გაქვთ საკუთარი მმართველობის, რეალური სახის წარმოჩინების დღეები და დღევანდელი დღეც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ ყველაფრის

ამ ბოლო დროს ხშირად გაქვთ ხოლმე საკუთარი მმართველობის, რეალური სახის წარმოჩინების დღეები და დღევანდელი დღეც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ ყველაფრის - თუ გადართავთ რომელიმე არხზე, იქ დაინახავთ კობახიძის მტკიცებულებებს როგორ ეწინააღმდეგება სრულიად დამოუკიდებელი იქაური მოსამართლე მანანა კობახიძე, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს.

მისი შეფასებით, ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას.

„2 წელია უკვე პატიმრობაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, საყოველთაოდ აღიარებული პოლიტიკური პატიმარია და ამაზე გესაუბრებათ მაკრონი, ზელენსკი, ასეულობით ევროპარლამენტარი, მაგრამ თქვენი მიზანი არის ერთი - ის უნდა გყავდეთ რუსეთის დავალებით პატიმრობაში, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

თქვენ არ გაინტერესებთ ხალხის პრობლემები და იშვიათად თუ დაგაინტერესებდათ ხოლმე და მაგალითად, გუშინდელი განცხადება პრემიერ-მინისტრის, ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მე მინდა მივმართო ჩემ კახელ კოლეგებს აქ რომ არიან, მათ შორის, თქვენც ბატონო თავმჯდომარე, თქვენი რაიონიც დაისეტყვა - ამ ადამიანებს კონკრეტული პასუხი გაეცით. ასეთი პრობლემების გადასაფარად მოქმედებთ თქვენ ისე, როგორც დღეს მასკარადია გამართული ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში, რომელსაც კონსტიტუციური არაფერი აღარ დარჩა“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება