ირაკლი კობახიძე - მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა უხეშად, განზრახ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია - ის ძირეულად დაუპირისპირდა მმართველობის არსებულ სისტემას და საუბარი, რომ „კონსტიტუცია ფორმალურად დაირღვა“, არაევროპული დამოკიდებულებაა

პრეზიდენტმა უხეშად, განზრახ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხშირად იყო საუბარი, რომ რა მოხდა, ფორმალურად დაირღვა კონსტიტუციაო. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. არაევროპული დამოკიდებულებაა კონსტიტუციის მიმართ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კობახიძემ განმარტა, საქართველოს პრეზიდენტი ძირეულად დაუპირისპირდა მმართველობის არსებულ სისტემას.

„მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა უხეშად, განზრახ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხშირად იყო საუბარი, რომ რა მოხდა, ფორმალურად დაირღვა კონსტიტუციაო. ჯერ ერთი, ეს უკვე არასწორი დამოკიდებულებაა. არაევროპული დამოკიდებულებაა კონსტიტუციის მიმართ. კონსტიტუციის ფორმალური დარღვევა არასწორი ტერმინია. შეიძლება იყოს, ნაკლებად მძიმე თემა, რასაც უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ძირეულად დაუპირისპირდა იმ მმართველობის სისტემას, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით“, - აღნიშნა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება