„ევროპის უნივერსიტეტის" პოპჯგუფი „გამორჩEUლი” და ესტონეთის უნივერსიტეტის კაპელა SoLeMiJo დღეს ერთობლივ კონცერტს გამართავენ

მოძრაობის თეატრში, „ევროპის უნივერსიტეტის" პოპჯგუფი „გამორჩEUლი” და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის კაპელა SoLeMiJo დღეს ერთობლივ კონცერტს გამართავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე კაპელა SoLeMiJo ესტონური რეპერტუარით იქნება წარმოდგენილი, ხოლო "ევროპის უნივერსიტეტის" პოპჯგუფი “გამორჩEUლი” შეასრულებს როგორც ქართულ, ასევე ცნობილ უცხოურ სიმღერებს.

„აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივერსიტეტსა" და ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის, გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მრავალი ერთობლივი კულტურული პროექტები ხორციელდება. ღონისძიება მუშთაიდის ბაღში (მოძრაობის თეატრში) 20:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება