თამარ ჩუგოშვილი - წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ, როცა პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნების მეთაურებს - არ მესმის, რატომ არის დაკავშირებული 52-ე მუხლის განმარტება თვითმფრინავში ჩაჯდომასთან და საზღვარგარეთ გასვლასთან

წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებსა თუ უმაღლესი ოფიციალური თანამდებობის პირებს - მე არ მესმის, რატომ არის დაკავშირებული 52-ე მუხლის განმარტება თვითმფრინავში ჩაჯდომასთან და პრეზიდენტის საზღვარგარეთ გასვლასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გაუგებარია, რომ მოწინააღმდეგე მხარე აქცენტს გეოგრაფიაზე აკეთებს.

„წარდგინებაში ფაქტობრივი ნაწილი იმდენად სუსტია, რომ მეგონა, დღეს დამატებით რაიმე ინფორმაცია იქნებოდა წარმოდგენილი. რეალურად მოვისმინე ის, რასაც ვისმენ მედიაში და ჟურნალისტებთან საუბრის დროს. საკონსტიტუციო სასამართლოში ცოტა მეტის მოლოდინი მქონდა.

წარდგინება ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტის განხორციელება და სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირების სამუშაო შეხვედრის გამართვა მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია. პირველ რიგში, გაუგებარი არის ეს აქცენტი გეოგრაფიაზე. არსებობს მთელი რიგი ურთიერთობებისა, რომელიც არ წარმოადგენს 52-ე მუხლის დადენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, თუმცა გულისხმობს დიპლომატიურ ურთიერთობებს და ეს უნდა გავმიჯნოთ და ეს ამ საქმისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი ახორციელებს მთელ რიგ ურთიერთობებს, რომლებიც თავისი არსით არ საჭიროებენ მთავრობასთან შეთანხმებას, არ თანხმდებოდა არასდროს და არც ერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო, მათ შორის, არ გაუხდია სადავო საქართველოს მთავრობას და მათ შორის, ეს არ არის ასახული წარდგინებაში.

მაგალითისთვის, იქნება საგარეო ურთიერთობების ფარგლებში სხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა ქვეყნის შიგნით, წერილის გაგზავნა, სატელეფონო თუ სხვაგვარი კომუნიკაცია. მაგალითად, წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებსა თუ უმაღლესი ოფიციალური თანამდებობის პირებს. თბილისში, საქართველოს ტერიტორიაზე შეხვედრები არასდროს განხილულა როგორ საკითხი, რომელიც არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და სადაც საჭირო არის საქართველოს მთავრობის თანხმობა. მე არ მესმის, რატომ არის დაკავშირებული ამ მუხლის განმარტება თვითმფრინავში ჩაჯდომასთან და პრეზიდენტის საზღვარგარეთ გასვლასთან,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება