მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, სახელმწიფომ დაუშვას სისხლიანი რევოლუცია - ლაპარაკისთვის არავის იჭერენ, როცა მომზადების ეტაპზე მაინც არ გადადის განზრახვა, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შემადგენლობა არ გვაქვს

წარმოუდგენელია, სახელმწიფომ დაუშვას სისხლიანი რევოლუცია - ლაპარაკისთვის არავინ არავის არ იჭერს, როცა მომზადების ეტაპზე მაინც არ გადადის განზრახვა, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შემადგენლობა არ გვაქვს, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სუს- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მდინარაძე გამოეხმაურა სუს- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე აშშ- ის საელჩოს განცხადებას და აღნიშნა, რომ განმარტებებია საჭირო, როცა "აშკარად ვხედავთ, რომ თეთრია ან შავია, რატომ ვლაპარაკობთ პირიქით".

"გუშინ ჩვენ ვნახეთ ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული ქვეყნის საელჩოს განცხადება, სადაც ეწერა, რომ "კანვასის" წარმომადგენლებმა ტრენინგები ჩაატარეს, სადაც იყო საუბარი ბავშვთა ონკოლოგიასთან და ხანდაზმულთა ადვოკატირებასთან დაკავშირებითო. ალბათ, ამაზე კომენტარიც ზედმეტია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თანასწორად, მეგობრებმა სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და იმ შემთხვევაში, თუ თეთრზე შავს ვეტყვით, დამატებითი არგუმენტები, განმარტებები მოვთხოვოთ, რომ აშკარად რომ ვხედავთ, რომ თეთრია ან შავია, რატომ ვლაპარაკობთ პირიქით?! თუ ვინმეს, ამ ქვეყანაში, ან ქვეყნის გარეთ შთაბეჭდილება დარჩა, რომ იქ საუბარი იყო ბავშვთა ონკოლოგიაზე, მაშინ მე მართალი არ ვარ, მაგრამ ეს რომ ასე არ იყო და რევოლუციაზე იყო საუბარი, ხომ დავრწმუნდით? სუს- მა რაც თქვა რამდენიმე დღის წინ, გამართლდა, მეორე ნახევარია ამის შესრულება, რასაც არ დავუშვებთ. წარმოუდგენელია ქართულმა სახელმწიფომ, რომელიც ჩანასახშივე აღკვეთს ხოლმე ასეთ დანაშაულებს, დაუშვას, რომ მოხდეს ძალადობრივი და სისხლიანი რევოლუცია. ისმება ხოლმე შეკითხვა: რატომ არ იჭერთ? რატომ გაუშვით (საზღვარზე)? - ლაპარაკისთვის არავინ არავის არ იჭერს მსოფლიოში. როცა მომზადების ეტაპზე მაინც არ გადადის განზრახვა, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შემადგენლობა არ გვაქვს, მარტივია. ყაჩაღობა რომ გადაწყვიტონ, სანამ არ შეიარაღდებიან, მომზადების ეტაპზე არ გადავლენ, ვერ დააკავებ, უბრალოდ ერთმა ყაჩაღმა მეორეს რომ ასწავლოს, როგორ უნდა იყაჩაღოს, თუ ასეთ რამეს არ გაცდება, მოქმედებაში არ გადავა და საუბრის დონეზე დარჩება, მას დანაშაულის შემადგენლობა შეიძლება არ ჰქონდეს. გამოძიება იწყება სავარაუდო დანაშაულზე. თუ დაგატრენინგებთ ვიღაც ბინა როგორ გაქურდოთ, სადავო იქნება ეს ტრენინგი იყო თუ არა დანაშაული. თუ აღმოჩნდა, რომ მზადება მიდის, მომზადების ეტაპზე გადავიდნენ, ამ შემთხვევაში მიეცემა პასუხისგებაში. ათწლეულზე მეტია ეჭვმიტანილის სტატუსი არ არსებობს, მოწმე რატომ გაუშვით ანუ მოწმე რატომ არ დააკავეთო, როცა მეკითხებით, ეს ფაშიზმის უკიდურესი ფორმაა,"- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, გლობალური ომის პარტიაში, რომელსაც მისივე განცხადებით, ქვეყანაში არეულობა სურს, გულისხმობენ კონკრეტულ ძალებს, რომელთაც გავლენა აქვთ მათ შორის ევროკავშირის გადაწყვეტილებებზეც.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გლობალური ომის პარტიის ინტერესია ამ ქვეყანაში არეულობა, ხელისუფლების ცვლილება და შემდეგ მეორე ფრონტი, რადგან მეორე ფრონტი მათ ჩვენგან ვერ მიიღეს, ჩვენ აშშ-ს და ევროკავშირს არ ვგულისხმობთ. ჩვენ კონკრეტულ ძალებს ვგულისხმობთ, რომელთაც გავლენა აქვთ მათ შორის ევროკავშირის გადაწყვეტილებებზეც კი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ასეთ გავლენას ჰქონდა ადგილი, როდესაც გასულ წელს საქართველოსთან დაკავშირებით აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს, როცა დსთ-ში შემავალ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მისცეს, ხოლო რეფორმატორ საქართველოს - არა,"- განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო