საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველკურსელებს შემოქმედებით და სპორტულ აქტივობებში ჩართვის საშუალებას აძლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში პირველკურსელებთან შეხვედრის და მათთვის უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების გაცნობის ტრადიცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიისა და სამშენებლო ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდა.

პირველკურსელებთან შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის სტუდენტური სერვისების განვითარების დეპარტამენტის და სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენლები. ასევე ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

დავით ოქიტაშვილი სტუდენტებს სტუ-ის მდიდარ კულტურულ და სპორტულ ტრადიციებზე ესაუბრა, ინფორმაცია მიაწოდა უნივერსიტეტში მოქმედ შემოქმედებით და სპორტულ კოლექტივებსა და გუნდებზე.

როგორც დავით ოქიტაშვილი აცხადებს, შეხვედრების მიზანი პირველკურსელებისათვის უნივერსიტეტში არსებულ შემოქმედებითი ჯგუფების და სპორტული გუნდების მიღწევების გაცნობაა.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ცალკეულ ფაკულტეტებზე პირველკურსელებთან შეხვედრებს რამდენიმე წლის წინ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიერ ჩაეყარა საფუძველი. ეს არის ძალიან კარგი საშუალება გავიცნოთ თითოეული ახალგაზრდა მა მათ გავაცნოთ ის აქტივობები, რომელსაც უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ახორციელებს. ამას გარდა, ვცდილობთ შემოქმედებით და სპორტულ ჯგუფებში ჩავრთოთ პირველკურსელები, მივაწოდოთ მათ არსებული გუნდების შესახებ ინფორმაცია, რათა მათ გაუადვილდეთ არჩევანის გაკეთება. დღეს ორი ფაკულტეტის სტუდენტებს შევხვდით. მინდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვარ მათი მხრიდან წამოსული დადებითი ენერგიით. ეს არის ნიჭიერი თაობა, რომელიც მზადაა ჩაერთოს სპორტულ თუ შემოქმედებითი ჯგუფებში“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ყველა დაინტერესებულ სტუდენტს საშუალება აქვს ჩაერთოს საუნივერსიტეტო კულტურულ და სპორტულ აქტივობებში. შეხვედრები გრძელდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის