მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ბერაია მადრიდში ესპანელ სენატორებს შეხვდნენ

მადრიდში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ესპანეთის სენატის წევრებს, სენატორ ანტონიო გუტიერეს ლიმონეს და სენატორ რაფაელ ლემუს რუბიალეს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას, ესპანეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების პარალელურად, ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესს, გატარებულ რეფორმებს და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს.

„ხაზი გაესვა ესპანეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

სენატორებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერა დაადასტურეს.

მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე და პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება