პაატა დავითაია - რუსეთის   გააქტიურებული პოლიტიკა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და სეპარატისტთა ლიდერებთან  შეხვედრების ინტენსივობა, ქვეყნისთვის  ძალიან სახიფათოა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სეპარატისტთა ლიდერების სოჭში შეხვედრები და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმებები ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და საქართველოს ანექსიის გაფორმებას ისახავს მიზნად, რაზეც რუსეთის ფედერაცია ბოლო თვეებია, განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

როგორც დავითაია აღნიშნავს, გახშირებული შეხვედრები ცხადყოფს, რომ რუსეთი „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიას ამზადებს“.

„სოჭში გამართული შეხვედრები და იქ გაკეთებული განცხადებები ძალიან სახიფათოა და მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის გააქტიურებული პოლიტიკა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და შეხვედრების ინტენსივობა ცხადყოფს, რომ რუსეთი ამზადებს ჩვენი ტერიტორიების ანექსიას, რაზედაც ძალიან ბევრჯერ გავაფრთხილე ჩვენი ხელისუფლება.

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ამ შეხვედრებთან დაკავშირებით, გააკეთოს მკვეთრი საპროტესტო განცხადებები და პროცესში ჩართვისკენ მოუწოდოს საერთაშორისო პარტნიორებს“,- აცხადებს პაატა დავითაია.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული დემოკრატები“ ავრცელებენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება