ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილის დასჯა სურთ ან რუსეთისთვის ჩვენება: „პრეზიდენტს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ ვეცდებით, აღვირი დავქაჩოთ“

ეჭვი არ მეპარება, რომ ტურავა, რომელიც სპეციალურად არის შერჩეული ამ საქმეზე, ხვალ გვეტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა შეაფასა.

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ დიდოსტატურად ახერხებს, რომ რეალურ პრობლემებზე არ ილაპარაკოს.

ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ დღეს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავასთან ერთად „ქართული ოცნება” წინასწარ „ქეიფობს“ ხვალინდელ გადაწყვეტილებას.

„არაჩვეულებრივი რამ არის ყურადღების გადასატანად. აშკარად სურთ, ან სალომე ზურაბიშვილის დასჯა, ან რუსეთისთვის ჩვენება, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ ვეცდებით აღვირი დავქაჩოთო. ბოლო დროს ვხედავთ ვინ აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილს: დიმიტრი მედვედევი, მარია ზახაროვა, გრიგორი კარასინი, ლავროვი და აფხაზეთისა და ოსეთის ვითომ პრეზიდენტები. ესენი აკრიტიკებენ და „ქართული ოცნება“.

ჯოზეფ ბორელი იყო ჩამოსული და პირდაპირ გვითხრა, რომ - „ეს არ არის ის თემა, რომელიც ახლა თქვენს ქვეყანაში უნდა განიხილებოდეს. თუკი ელოდებით კანდიდატის სტატუსს, იმპიჩმენტის პროცედურა კარგად ვერ აისახება“. მიუხედავად ამისა „ქართული ოცნება“ ჯიუტად მიაჭენებს იმპიჩმენტის პროცედურას.

ეჭვი არ მეპარება, რომ ტურავა, რომელიც სპეციალურად არის შერჩეული ამ საქმეზე, ხვალ გვეტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ამხელა ამბავს ტყუილად არ დადგამდნენ და კობახიძე თავს არ გაიბანძებდა მრავალ საათიან დებატებში შესულიყო და იქიდან დამარცხებული წამოსულიყო. დღეს, ალბათ, სადღაც ბათუმში სხედან და წინასწარ ქეიფობენ ხვალინდელ გადაწყვეტილებას, მერაბ ტურავაც და „ქართული ოცნებაც“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა ისაუბრა იმპიჩმენტის პროცედურაზე საქართველოს პარლამენტშიც და კითხვაზე, უშვებს თუ არა შესაძლებლობას, რომ „ქართული ოცნება“ 14 ოპოზიციონერი დეპუტატის ხმას მიიღებს, ელისაშვილის თქმით, ამის შესაძლებლობას უშვებს.

„ვუშვებ ამ შესაძლებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მის მიერ შეყვანილ პარტიებში. მოსამართლეებს ვინ მისცა ხმა?“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო