ირაკლი ბერაია - ვინაიდან ვაზიანში მდებარე სამხედრო ობიექტები, პოლიგონთან ერთად, საიდუმლო რეჟიმის ობიექტებს წარმოადგენს და ამ დეტალების განხილვა ღია რეჟიმში ვერ მოხდება, სხდომა თავიდანვე უნდა დავხუროთ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა, სადაც ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი სამოქალაქო აეროპორტის აშენების გეგმაზე სასაუბროდ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეცაა მიწვეული, კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას გადაწყვეტილებით, დაწყებისთანავე დაიხურა.

როგორც ბერაიამ აღნიშნა, დეტალების განხილვა ღია რეჟიმში არაა მიზანშეწონილი, რადგან ვაზიანში მდებარე სამხედრო ობიექტები საიდუმლო რეჟიმის ობიექტებს წარმოადგენს.

„დღევანდელ სხდომას მინისტრთან ერთად, ესწრებიან მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ლოგისტიკის სარდალი კახა ტაბატაძე და ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდალი სერგო ნინუა. ვინაიდან ვაზიანში მდებარე სამხედრო ობიექტები, პოლიგონთან ერთად, საიდუმლო რეჟიმის ობიექტებს წარმოადგენს და ამ დეტალების განხილვა ღია რეჟიმში ვერ მოხდება, ჩვენ სხდომა თავიდანვე უნდა დავხუროთ," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ბურჭულაძე კომიტეტის სხდომაზე "რეფორმების ჯგუფმა" დაიბარა.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ვაზიანში სამხედრო ბაზა არსებობს, ხოლო სამხედრო ბაზის სიახლოვეს სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობამ შესაძლოა სამხედრო ბაზის სრულფასოვან ფუნქციონირებას და სამომავლო განვითარებისა თუ გაფართოების შესაძლებლობას საფრთხე გაუჩინოს.

აქუბარდიას თქმით, მინისტრი აღნიშნული საკითხის გარშემო არსებულ კითხვებს კომიტეტის სხდომაზე უპასუხებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო