ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე - რად მინდა მისი ნახვა? - დიდი იმედი მაქვს, საბოლოოდ, პრეზიდენტის წარმომადგენლებიც კი ამოხსნიან პირველი კურსის კაზუსს, რაზეც გუშინ და დღეს საუბარი გვქონდა

რად მინდა მისი ნახვა? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მისამართით განუცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, თუ სალომე ზურაბიშვილი იცლის, რომ განახორციელოს არაკონსტიტუციური ვიზიტები საზღვარგარეთ, გაუგებარია, რატომ ვერ მოიცალა მან ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მისასვლელად.

„რად მინდა მისი (პრეზიდენტის) ნახვა? საუბარი რაზეა, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მისი ჩამოსვლა იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება. თუ პრეზიდენტი იცლის, რომ განახორციელოს არაკონსტიტუციური ვიზიტები საზღვარგარეთ, რატომ ვერ მოიცალა მან საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, ეს არის ელემენტარული უპატივცემულობა ამ კონსტიტუციური ორგანოს მიმართ, ეს არის ის დამოკიდებულება, რასაც ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციის მიმართ ავლენს“,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები ფუნქციონირებს, რაც შეიძლება პრეზიდენტს არ მოსწონდეს.

„დღეს საქართველოში ფუნქციონირებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები, შეიძლება ეს არ მოსწონდეთ მათ შორის პრეზიდენტს, მის წარმომადგენლებს. ასევე, დიდი იმედი მაქვს, საბოლოოდ, პრეზიდენტის წარმომადგენლებიც კი ამოხსნიან პირველი კურსის კაზუსს, რაზეც გუშინ და დღეს საუბარი გვქონდა. ამ თემაზე ასე რომ მიდის საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის სირცხვილი, მათ შორის სტუდენტების წინაშე, რომელსაც ზოგიერთი წარმომადგენელი ლექციებს უკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სირცხვილია ასეთი რაღაცების მოსმენა“,-განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება